„ყველაზე სასარგებლო ამხანაგური მატჩი იყო“ | ირაოლას კომენტარი ლიდსთან მარცხზე
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ახალი სეზონისთვის ემზადება. „წითლებმა“ ამხანაგური შეხვედრა გამართეს და აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში „ლიდსს“ დაუპირისპირდნენ. ქართველმა მეკარემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი 2:4 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა. ირაოლას მიხედვით, ეს ყველაზე სასარგებლო ამხანაგური შეხვედრა იყო, რომელიც „წითლებმა“ წინასასეზონო ეტაპზე ჩაატარეს.
„ვფიქრობ, ბევრი რამ ვისწავლეთ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო შედეგი, რომელიც გვინდოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ალბათ ყველაზე სასარგებლო ამხანაგური შეხვედრა იყო, რომელიც ჩაგვიტარებია. პირველი ტაიმი პოზიტიური კუთხით იყო სასარგებლო, მეორე ნახევარი — ნეგატიურით. დღევანდელი მატჩიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. შეგვიძლია, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და პრობლემები გამოვასწოროთ“.
ცნობისთვის, „ლიდსმა“ მამარდაშვილის კარისკენ 15-ჯერ დაარტყა და აქედან ზუსტი 7 დარტყმა აღმოჩნდა. გიორგიმ სამი ბურთი მოიგერია, ოთხი კი გაუშვა.
„ლიდსთან“ მატჩით „ლივერპულმა“ ამერიკული ტურნე დაასრულა. „წითლები“ სამშობლოში დაბრუნდებიან და მომდევნო სამ შეხვედრას „ენფილდზე“ გამართავენ, შემდეგ კი, 23 აგვისტოს, პრემიერ ლიგის პირველ ტურში „ნიუკასლს“ დაუპირისპირდებიან.