გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპულმა 2:0-დან წააგო - მამარდამ 3 ბურთი აიღო, მაგრამ 4 გაუშვა

წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის მორიგ ამხანაგურ მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ჩიკაგოში „ლიდს იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მეკარემ 3 ბურთის მოგერიება შეძლო, მაგრამ გოლების ეპიზოდში ვერაფერი მოახერხა.

მამარდას სეივები:

საგულისხმოა, რომ „ლივერპულმა“ პირველი ნახევარი ჩემბერსისა და ფლორიან ვირცის გოლებით 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში „ლიდსისგან“ 4 უპასუხო გოლი გაუშვა. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ გოლში მამარდაშვილს ბრალი არ მიუძღვის და ქართველი მეკარე ოთხივე გოლის ეპიზოდში უშანსოდ იყო. „ლივერპულის“ კარში 2 გოლი კალვერტ ლუინმა, თითო-თითო გოლი კი აარონსონმა და ლონგსტაფმა გაიტანეს.

ამ მატჩის შემდეგ ენდონი ირაოლას გუნდმა ამერიკული ტურნე დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდება. ახალ სეზონამდე „ლივერპული“ ენფილდზე სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 9 აგვისტოს „მონაკოსთან“, 16 აგვისტოს კი „კომოსთან“ ორი სატესტო მატჩია ჩანიშნული. „მერსისაიდელები“ პრემიერ ლიგის ახალ სეზონს 23 აგვისტოს, „ნიუკასლთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გაგუას საგოლე გადაცემა - დუნაისკამ მეორე მატჩიც მოიგო
გაგუას საგოლე გადაცემა - დუნაისკამ მეორე მატჩიც მოიგო