გაგუას საგოლე გადაცემა - დუნაისკამ მეორე მატჩიც მოიგო
სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში, გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ საკუთარ მოედანზე „ბანსკა ბისტრიცას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყოდა მოედანზე 63 წუთი გაატარა. გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მეორე გოლის ეპიზოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა რამადანს საგოლე გადაცემა გაუკეთა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე გავლენიანი პორტალის შეფასებით, მათ შორის Flashscore-ის, გაგუა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
გაგუამ სლოვაკეთის ახალი სეზონის ორივე მატჩშ მიიღო მონაწილეობა - პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე 30 წუთი გაატარა, დღეს კი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ამასთან, ქართველმა შემტევმა სლოვაკეთის თასსა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა, სადაც „ველეზ მოსტარის“ წინააღმდეგ გოლის გატანაც შეძლო.