„ვარდნის გაკეთება ვცადე და სხვა მხარეს გამიშვა“ | ივობის სასაცილო ისტორია მესიზე
ალექს ივობის საფეხბურთო კარიერა „არსენალში“ დაიწყო, რომლის ღირსებასაც ის 2015-19 წლებში იცავდა. ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ნიგერიელმა ფეხბურთელმა სასაცილო ისტორია გაიხსენა, რომელიც ლიონელ მესის უკავშირდება.
„ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა მესის, ნეიმარისა და სუარესის „ბარსელონასთან“ გავმართე. მესის წინააღმდეგ ვარდნის შესრულების ყველას ეშინოდა, მე კი გადავწყვიტე, რომ ეს გამეკეთებინა.
როდესაც მისი წნეხში მოქცევა ვცადე და ვარდნის გაკეთება დავაპირე, მესიმ პირველი შეხებით საერთოდ სხვა მხარეს გამიშვა. გავსრიალდი და ფეხები ჰაერში დამრჩა. ამ დრიბლინგის ამსახველი კადრები იუთუბზე დღემდე იძებნება. ამ ეპიზოდის შემდეგ ვარცხნილობა შევიცვალე, რადგან იმედი მქონდა, ხალხი ვეღარ მიცნობდა, თუმცა მესის საუკეთესო მომენტების ვიდეოში ეს ეპიზოდი დღემდე ხვდება ხოლმე“.
ცნობისთვის, „არსენალის“ შემდეგ ივობი „ევერტონში“ გადავიდა, ამჟამად კი „ფულემის“ ღირსებას იცავს. ივობის ნიგერიის ნაკრებში 100 შეხვედრა აქვს გამართული და 10 გოლი გაიტანა.