იბერია 1999
Aa
Aa

მატჩი შესაძლოა, 24 საათით გადაიდოს | რას წერს Belfast Telegraph-ი იბერია 1999-ზე

Belfast Telegraph-ისა და BBC-ის ინფორმაციით, „ლარნესა“ და „იბერია 1999“-ის შეხვედრა შესაძლოა 24 საათით გადაიდოს. ამის მიზეზი ქართული კლუბის ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები და დაგვიანებით ჩასვლაა.

უეფას ტურნირის რეგლამენტით, სტუმარი გუნდი ადგილზე მატჩის დაწყებამდე სულ მცირე 24 საათით ადრე უნდა გამოცხადდეს. „იბერია 1999“-ს მოუწევს ახსნას, ეს რატომ მოხდა და უეფას საპატიო მიზეზები წარუდგინოს, თუმცა Belfast Telegraph-ი აცხადებს, რომ სტატიის დაწერის მომენტში ეს არ მომხდარა.

„ლარნე“ ითხოვს, რომ შეხვედრა დაგეგმილ დროს — სამშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე ჩატარდეს, თუმცა „იბერია 1999“-ის მგზავრობის პრობლემებმა შესაძლოა თამაშის 24 საათით გადადება გამოიწვიოს. მოსალოდნელია, რომ უეფა გადაწყვეტილებას სამშაბათს დილით მიიღებს.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ უეფას მატჩის დელეგატთან, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, — განაცხადა „ლარნეს“ წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი 11 აგვისტოს არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მ და ლივერპულმა ბარკოლას ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყეს
პსჟ-მ და ლივერპულმა ბარკოლას ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყეს