პსჟ-მ და ლივერპულმა ბარკოლას ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყეს
„ლივერპულმა“ და „პსჟ“-მ ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყეს.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა პარიზელებს 23 წლის შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს თანხა შორსაა პარიზელთა მოთხოვნებისგან. გუნდებს შორის კომუნიკაცია გრძელდება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „პსჟ“-ს ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 120 მილიონი ევროს მიღება სურს.
გასულ სეზონში ბარკოლამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.