იბერია 1999
Aa
Aa

მატჩი არ გადაიდება | იბერია 1999-ისა და ლარნეს შეხვედრა დათქმულ დროს დაიწყება

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაფიო ეტაპზე „იბერია 1999“-ის მეტოქე „ლარნეა“. პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება და ქართულ კლუბს, ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც მატჩის 24 საათით გადადების შანსი გაჩნდა.

„ლარნემ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ შეხვედრა არ გადაიდება. „თამაშის დღე! ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დღევანდელი დაპირისპირება დაგეგმილ დროს დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ კლუბის ფეხბურთელებს ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რის გამოც, ლარნეში გაფრენა დიდი ხნით გაჭიანურდა. პრობლემა იყო თვითმფრინავ, რომლის მიღებაზეც აეროპორტმა უარი განაცხადა, რადგან ის მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

საბოლოოდ, „იბერია 1999“-მა პირველი კლასის 16-კაციანი Private Jet-ი დაიქირავა. შედეგად, სამწვრთნელო სტაფი, სათადარიგოთა სკამის რამდენიმე მოთამაშე და სტაფის წევრები კი რეგულარული რეისით ბელფასტში სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში ჩაფრინდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, ილიამ სათანადოდ ვერ დააფასა“ | მახაჩევი გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე
„შესაძლოა, ილიამ სათანადოდ ვერ დააფასა“ | მახაჩევი გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე