პრობლემა თვითმფრინავში იყო - იბერია ჩრდ. ირლანდიაში უახლოეს წუთებში გაფრინდება
„იბერია 1999“ ჩრდ. ირლანდიაში უხლოეს წუთებში გაფრინდება. დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ფეხბურთელებს ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რის გამოც, „ლარნეში“ გაფრენა მთელი დღით გაჭიანურდა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, Geo Team-მა დაწერა, რომ პრობლემა „იბერიას“ მიერ დაქირავებულ თვითმფრინავს შეექმნა, რომლის მიღებაზეც ჩრდ. ირლანდიამ უარი თქვა, მიზეზად კი დასახელდა, რომ ხომალდი აეროპორტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორც Geo Team წერს, კლუბმა თვითმფრინავი ფრანგული კომპანია Lunagroup Charter France-სგან იქირავა, უარის თქმის შემდეგ კი პირველ იკლასის 16-კაციანი Private Jet-ი დაიქირავა.
შედეგად, დღეს ჩრდ. ირლანდიაში 16 ფეხბურთელი გაფრინდება, სამწვრთნელო სტაფი, სათადარიგოთა სკამის რამდენიმე მოთამაშე და სტაფის წევრები კი რეგულარული რეისით ბელფასტში დღის მეორე ნახევარში ჩაფრინდებიან.
ასევე, იბერია 1999-მა უეფას მიმართა თხოვნით, მატჩი ერთი დღით გადაიდოს - საკითხი განხილვაშია, თუმცა ყველაფრი სიტუაციაში მზადყოფნისთვის, კლუბი ფეხბურთელებს ახლა გაუშვებს, რომ დასვენებისთვის შესაძლო მაქსიმალური დრო მიიღონ.