დინამო ბათუმი, გაგრა, დავით ყიფიანის სახელობის თასი, გორის დილა
Aa
Aa

საქართველოს თასი | ბათუმმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო, დილამ გორულ დერბიში გაიმარჯვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ოთხი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც მოეთხედინალური ეტაპის მონაწილე გუნდები გამოვლინდნენ.

დღის პირველ მატჩში „გაგრა“ სტუმრად „გარეჯს“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-19 წუთზე „გარეჯმა“ კალანდაძის გოლით გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალევე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. 24-ე წუთზე თავი ფეიქრიშვილმა გამოიჩინა. 32-ე და 34-ე წუთებზე „გაგრამ“ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო - თავი ჯერ ბლიჟნიენკომ გამოიჩინა, შემდეგ კი ანდრეიჩუკმა ანგარიში 3:1 გახადა. „გარეჯის“ კარში მეოთხე გოლი ფეიქრიშვილმა გაიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მეორე მატჩი ლანჩხუთში ჩატარდა, სადაც „გურიამ“ „დუშეთს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. ანგარიში 32-ე წუთზე „გურიამ“ ქოქოსაძის გოლით გახსნა, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს. ანგარიში 75-ე წუთზე ამოაკომ გაათანაბრა, თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი ბზეკალავამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ბათუმის „დინამომ“, რომელიც საკუთარ მოედანზე „თელავს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს მანდრიჩენკომ გაიტანა.

სათამაშო დღის ბოლო მატჩი გორში ჩატარდა, სადაც ადგილობრივ დერბიში „დილა“ საფეხბურთო კლუბ „გორს“ დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. ანგარიში 76-ე წუთზე დიუფმა გახსნა, 81-ე წუთზე კი მენთეშაშვილმა მეორე გოლი გაიტანა.

1/4 ფინალური ეტაპის საგზურები გუშინ „რუსთავმა“, „ტორპედომ“ და „სამგურალმაც“ მოიპოვეს. მომდევნო ეტაპზე „არაგვი“ „გაგრას“ დაუპირისპირდება, „დინამო ბათუმი“ „ტორპედოს“ შეხვდება, „სამგურალი“ კი გორის „დილას“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „რუსთავის“ მეტოქეს, მისი ვინაობა ხვალ, „სამტრედიასა“ და „იბერია 1999“-ის მატჩში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - პაატა ღუდუშაური ნასაფის ფეხბურთელია
ოფიციალურად - პაატა ღუდუშაური ნასაფის ფეხბურთელია