ოფიციალურად - პაატა ღუდუშაური ნასაფის ფეხბურთელია
როგორც მოგეხსენებათ, პაატა ღუდუშაურს იბერია 1999-ის მთავარ მწვრთნელთან, დემჩენკოსთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც კლუბი დატოვა.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს.
29 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ნასაფმა ოფიციალურად წარადგინა.
ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია უზბეკურმა კლუბმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა:
"პაატა ღუდუშაური „ნასაფს“ შეუთანხმდა. გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, 29 წლის ფეხბურთელი გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„ნასაფი“ უზბეკეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია. გუნდმა 2024 წელს ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა.
მიმდინარე სეზონში სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს და სეზონის მეორე ნახევარში მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცდება.
ქართველი ნახევარმცველი ახალ გუნდში შეტევითი ხაზის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება და მას შესაძლებლობა ექნება, კარიერა აზიის ერთ-ერთ კონკურენტულ ჩემპიონატში წარმატებით გააგრძელოს.