საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძის საგოლე პასი - სოლთ ლეიქმა 1 ქულა აიღო

MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის სოლთ ლეიქი სტუმრად ლუის სიტის დაუპირისპირდა და 1 ქულა აიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საბა ლობჟანიძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მოედანზე მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან გამოჩნდა.

მისმა გამოსვლამ მატჩზე გავლენა მოახდინა. ანგარიში მე-60 წუთზე სოლანსმა გახსნა, რომელმაც ლობჟანიძის პასი გამოიყენა. 73-ე წუთზე ჰარტელმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა.

ცნობისთვის, საბამ ახალ გუნდში მესამე მატჩი ჩაატარა და მეორე საგოლე პასი მიითვალა. მისი გუნდი 17 ტურის შემდეგ, დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები