იბერია 1999, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

კონფერენს ლიგის პლეიოფის წილისყრა | იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. „იბერია 1999“ ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და მესამე რაუნდში „ლარნეს“ ხვდება.

ანდრეი დემჩენკოს გუნდს კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსიც აქვს. თუ „იბერია 1999“ „ლარნესთან“ დამარცხდება, კონფერენს ლიგის პლეიოფში გადაინაცვლებს და „ლინკოლნ რედ იმპსისა“ და „ომონიას“ წყვილის წაგებულს დაუპირისპირდება, რომელიც დიდი ალბათობით, გიბრალტარული გუნდი იქნება. „იბერია 1999“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.

„იბერია 1999“-ის სავარაუდო მეტოქეებს შორის სამი წყვილი იყო: „ტრე ფიორისა“ და „დრიტას“ გამარჯვებული, „რიგასა“ და „გიორის“ გამარჯვებული და „ლინკოლნ რედ იმპსისა“ და „ომონიას“ დამარცხებული.

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ისა და „ლარნეს“ პირველი შეხვედრა 4 აგვისტოს, ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება. ამ გუნდების განმეორებითი თამაში 11 აგვისტოს არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე სასარგებლო ამხანაგური მატჩი იყო“ | ირაოლას კომენტარი ლიდსთან მარცხზე
„ყველაზე სასარგებლო ამხანაგური მატჩი იყო“ | ირაოლას კომენტარი ლიდსთან მარცხზე