იბერია 1999
Aa
Aa

იბერია ჩრდ. ირლანდიაში გაფრენას ამ დრომდე ვერ ახერხებს

ხვალ, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ ჩრდ. ირლანდიულ „ლარნეს“ დაუპირისპირდება.

კრისტალსპორტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „იბერიას“ ფეხბურთელები ჩრდ. ირლანდიაში გაფრენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ფეხბურთელს ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და გუნდი ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს. „იბერია“ ჩრდ. ირლანდიაში დღეს დილის საათებში ჩარტერული რეისით უნდა გაფრენილიყო, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელთა დიდ ნაწილს ვიზა მიღებული არ აქვს.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. თბილისიდან ლარნეს მიმართულებით ფრენას 6 საათამდე სჭირდება. დროის სხვაობა კი სამ საათს შეადგენს. როგორც წესი, თამაშის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სტუმარმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე უნდა ივარჯიშოს, მანამდე კი ანდრეი დემჩენკოს პრესკონფერენცია უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამ მოცემულობით, როგორც პრესკონფერენციის, ისე ვარჯიშის ჩატარება შეუძლებელი ჩანს.

ლარნესა“ და „იბერია 1999“-ის მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე, ჩრდ. ირლანდიის დროით კი 20:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი თბილისში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები