იბერია 1999, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

ევროპა ლიგის პლეიოფის წილისყრა | იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“ მესამე ეტაპზე „ლარნეს“ ეთამაშება და მისი პოტენციური მეტოქის ვინაობა გაირკვა.

„ლარნეს“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ანდრეი დემჩენკოს გუნდი „იაგიელონიასა“ და „რეინჯერსის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ქართული კლუბი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს. „იბერია 1999“ და „ლარნე“ განუთესავებს შორის მოხვდნენ და მათ სავარაუდო მეტოქეებს შორის იყვნენ შემდეგი წყვილების გამარჯვებულები: იაგიელონია-რეინჯერსი, პაოკი-ანდერლეხტი, პაფოსი-ზალცბურგი, შემროკი-ეგნატია.

დღეს კონფერენს ლიგის პლეიოფების წილისყრაც გაიმართება. მარცხის შემთხვევაში „იბერია 1999“-ის სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ასეთია: ტრე ფიორი-დრიტას გამარჯვებული, რიგა-გიორის გამარჯვებული, ლინკოლნ რედ იმპსი-ომონიას წაგებული.

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ისა და „ლარნეს“ პირველი შეხვედრა 4 აგვისტოს, ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება. ამ გუნდების განმეორებითი თამაში 11 აგვისტოს არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხულიან ალვარესის სამი ალტერნატივა | ბარსელონა მიქაუტაძესაც განიხილავს
ხულიან ალვარესის სამი ალტერნატივა | ბარსელონა მიქაუტაძესაც განიხილავს