ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსი და არსენალი | ბოლო ინფორმაცია ბრაზილიელ ფეხბურთელზე

„რეალის“ ფეხბურთელის, ვინისიუს ჟუნიორის აგენტმა, მაიკლ იორმარკმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ლონდონში მიემგზავრება, ამან კი უცხოური პრესა აალაპარაკა. ვინისიუსი „არსენალის“ რადარზე იმყოფება და AS-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ესპანური გამოცემის მიხედვით, „ვინის“ გაფორმება ლონდონელთა თავკაცის, მიკელ არტეტას სურვილია და ის ბრაზილიელს პირადად დაუკავშირდა. არტეტამ ვინისიუსს დაუდასტურა, რომ ინტერესი რეალურია და საქმე მხოლოდ ჭორებს არ ეხება.

ლონდონელთა მცდელობების მიუხედავად, Marca ირწმუნება, რომ ვინისიუსს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩენა სურს. უახლოეს პერიოდში იგი „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს შეხვდება და მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს გამართავს. Marca დასძენს, რომ თუ ახალი ხელშეკრულება ვერ დაიდო, „რეალი“ „ვინის“ გაყიდვაზე დაფიქრდება, ოღონდ მის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვს.

ვინისიუსს „ბლანკოსთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 26 წლის გარემარბის მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა და მხარეები სწორედ ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა 2:0-დან წააგო - მამარდამ 3 ბურთი აიღო, მაგრამ 4 გაუშვა
ლივერპულმა 2:0-დან წააგო - მამარდამ 3 ბურთი აიღო, მაგრამ 4 გაუშვა