ნეიმარი კარიერას ასრულებს? - „სანტოსთან კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს“
ბრაზილიური „სანტოსის“ ვარსკლავმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების მიუხედავად საკლუბო ასპარეზზე თამაშს ჯერჯერობით კვლავ აპირებს.
ნეიმარი:
„ფეხბურთიდან წასვლაზე არ ვფიქრობ. დეკემბრამდე „სანტოსთან“ კონტრაქტი მაქვს და მინდა, კლუბისთვის რაც შეიძლება მეტი გავაკეთო. ამის შემდეგ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავ.
დავრჩები თუ წავალ, დავასრულებ კარიერას თუ თამაშს გავაგრძელებ... ჯერ არ ვიცი, მაგრამ დეკემბრამდე დრო კიდევ არის, ვნახოთ“.
შეგახსენებთ, რომ „პენტაკამპეონების“ მაისურით ბოლო მატჩი ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიასთან ჩაატარა, სადაც ცვლილებაზე შევიდა და პენალტი გაიტანა. 34 წლის ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (80 გოლი) - ის პელეს 3 გოლით, რონალდოს კი 18 გოლით უსწრებს.
აქვე გეტყვით, რომ „სანტოსში“ დაბრუნების შემდეგ ნეიმარმა 46 მატჩში 19 გოლი გაიტანა.