პოკერის ტურნირი სანტოსის მატჩის დროს - ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვა
ბრაზილიის ნაკრების მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ რამდენიმე დღეში ნეიმარი პოკერის ერთ-ერთ ტურნირზე შენიშნეს, რასაც „სელესაოს“ გულშემატკივრების მხრიდან მძლავრი კრიტიკა მოჰყვა.
მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ნეიმარი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს - ამჯერადაც ფეხბურთელი სან-პაულუში შენიშნეს, სადაც „სანტოსის“ ვარსკვლავი ბრაზილიის პოკერის ჩემპიონატში მონაწილეობს.
2025 წელს ნეიმარმა ამავე ტურნირზე 53 ათასი ბრაზილიური რეალი (დაახლოებით 11 ათასი დოლარი) მოიგო.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად „სანტოსი“ „სუდამერიკანას თასზე“ თამაშობს, და სანამ ნეიმარი სან-პაულუში პოკერის ტურნირში მონაწილეობს, მისი თანაგუნდელები ვენესუელაში გაემგზავრნენ, სადაც „უნივერსიდად სენტრალს“ 4:1 მოუგეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარმა 2 მატჩში ითამაშა - 13 წუთი შოტლანდიასთან და 23 წუთი ნორვეგიასთან.