ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„გარის გამარჯვების კარგი შანსი აქვს“ - ოლივეირამ ფავორიტი დაასახელა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ქვესაშუალო წონითი დივიზონის საჩემპინონო ჩხუბის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და იან გარი დაუპირისპირდებიან. ბრაზილიელმა მებრძოლმა თავისი შეფასებით, ფავორიტი დაასახელა და განაცხადა, რომ „მაჩადოს“ ისლამის დამარცხების კარგი შანსი აქვს.

რას ამბობს ჩარლზ ოლივეირა.

„გარის მახაჩევის დამარცხების კარგი შანსები აქვს. ამას იანის მეგობრის სტატუსით არ ვამბობ, არამედ იმიტომ, რომ ვხედავ, როგორ ვარჯიშობს ის. ეს არის მებრძოლი, რომელიც სტრატეგიულად აზროვნებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ წინა გამარჯვების შემდეგ მან უკვე იცოდა, ვინ იქნებოდა მისი მეტოქე. გარი უკვე დიდი ხანია საწვრთნელ ბანაკშია და ხვდება, როგორი შანსი მიეცა. იანის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ინტელექტია. ის არასდროს უხვევს ბრძოლის სტრატეგიიდან. როგორც კი გეგმას გონებაში დააფიქსირებს, მას აღარ გადაუხვევს“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევისა და იან „მაჩადო“ გარის საჩემპიონო ჩხუბი 16 აგვისტოს, UFC 330-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე მეტი სირბილი ახლა მომიწევს“ - ისლამმა ოლივეირაც ახსენა
„ყველაზე მეტი სირბილი ახლა მომიწევს“ - ისლამმა ოლივეირაც ახსენა