„ყველაზე მეტი სირბილი ახლა მომიწევს“ - ისლამმა ოლივეირაც ახსენა
თბილისის დროით 16 აგვისტოს, გამთენიისას, UFC-ის ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლა გაიმართება. დივიზიონის ახალი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ქამრის პირველად დაცვას შეეცდება, დაღესტნელის მეტოქე კი იან მაჩადო გარი იქნება, რომელსაც ისლამთან სიმაღლეში 13-სანტიმეტრიანი უპირატესობა აქვს და ამის გამო მახაჩევს რომ ძალიან გაუჭირდება, მისმა მწვრთნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმაც აღნიშნა. თავად ისლამს კი საბრძოლო განწყობა აქვს და მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„გარისთან ჩხუბისთვის მოსამზადებელი კემპის დროს ყველაზე მეტს სირბილში ვვარჯიშობ, რადგან ვიცი, რომ ძირითადად მისი გამოდევნება მომიწევს. იანი ბევრს დარბის და მისი საბრძოლო გეგმა კარგად შევისწავლე. ერთი და იგივე სტილი აქვს - მე კი შევეცდები ისიც ისევე დავასრულო, როგორც ეს სხვა მოწინააღმდეგეებთან გავაკეთე. რას ვიტყოდი იმის თაობაზე, რომ მაჩადოს ოლივეირა ავარჯიშებს? კარგად ასწავლის მტკივნეული ილეთის დროს ხელი როგორ დააკაკუნოს“.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ისლამ მახაჩევმა ჩემპიონის ტიტული პირველად სწორედ ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა, რომელიც ჯერ ნოკდაუნში ჩააგდო, შემდეგ კი საბმიშენით დააფინიშა.