მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„UFC უკვე გვესაუბრა და გადაწყვეტილია, რომ...“ - მერაბის მწვრთნელმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა Low Kick MMA-ს Youtube-არხთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „მანქანა“ მომდევნო ბრძოლას კვლავ პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს და ჩემპიონის ქამრის დაბრუნებას ეცდება. ვუდის თქმით, UFC-ის გეგმა სწორედ ეს არის, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სატიტულო ბრძოლების განრიგი შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს.

რას ამბობს ჯონ ვუდი:

დიახ. ამ დროისთვის, თუ პიოტრის მხრიდან რამე არ შეიცვალა, შემდეგ ბრძოლას ტიტულისთვის გავმართავთ. ამაში ეჭვი არ არის. UFC-მ ეს უკვე გვაცნობა. თითქმის გადაწყვეტილია — იმდენად, რამდენადაც ამ სპორტში შეიძლება რამე გარანტირებული იყოს. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. უნდა მიჰყვე იმას, რასაც გეუბნებიან, რასაც მენეჯერი გეუბნება და რაც UFC-ს სურს. თუმცა, ჩემი ინფორმაციით და იმის მიხედვით, რაც მე ვიცი, 99%-იანი ალბათობით, შემდეგი მეტოქე პიოტრ იანი იქნება.

მერაბის მწვრთნელმა პიოტრ იანთან ბოლო ბრძოლაც გაიხსენა და განაცხადა, რომ მოსამზადებელი ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, რომელიც „მანქანამ“ თავის UFC-ის კარიერაში გაიარა.

„ბოლო ბრძოლის წინ ის საწვრთნელი ბანაკი და ზოგადად, ის წელი ძალიან რთული გამოდგა. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. არანაირი გამართლება, მერაბი გამართლებას არასდროს ეძებს, მაგრამ იმ ბრძოლაში ის ნამდვილად არ იყო 100%-იან ფორმაში. შემდეგი ბრძოლისთვის მხოლოდ ჯანმრთელი მერაბის ყოლაც კი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. ცხადია, პიოტრს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო საღამო ჰქონდა, ჩვენ კი - არა.“

„ბრძოლის გეგმა გეგმად რჩება, სანამ ვინმე ძალიან ძლიერად არ დაგარტყამს. ზოგჯერ ეს გეგმა საერთოდ გავიწყდება და მერე უკვე ინსტინქტებით იბრძვი. ვფიქრობ, იმ ბრძოლაშიც დაახლოებით ასე მოხდა. ჩვენ გავალთ და კიდევ ერთ შესანიშნავ ბრძოლას ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, გულწრფელად მჯერა, რომ მერაბი ამ ტიტულს დაიბრუნებს.“

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 2025 წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ და იმ ბრძოლაში, რუსმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მანამდე, 2023 წლის ნოემბერში ქართველმა „მანქანამ“ იანი სამრაუნდიან ორთაბრძოლაში, ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დაუმალავს თუ არა ტრავმები - დვალიშვილი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს
დაუმალავს თუ არა ტრავმები - დვალიშვილი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს