დაუმალავს თუ არა ტრავმები - დვალიშვილი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სიცრუის დეტექტორზე რამდენიმე კითხვას უპასუხა.
- დაგიმალავს თუ არა ოდესმე ინფორმაცია ტრავმის შესახებ, რათა ჩხუბი არ ჩაშლილიყო?
რა თქმა უნდა. პიოტრ იანთან პირველი ჩხუბის წინ მტევნის ძვალი მოვიტეხე, ხოლო მეორე ჩხუბის წინ მუხლის ტრავმა მქონდა. UFC-ის ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩხუბიდან ჩახსნა შემეძლო, მაგრამ მე ვთხოვე, რომ ამის შესახებ არავისთვის მოეყოლა. ასე რომ, იანთან ორივე ჩხუბის წინ ტრავმები მქონდა.
მერაბის ეს პასუხი სიმართლე აღმოჩნდა.
- მზად იყავი თუ არა, შენი ტატუს [საქართველოს რუკისა და დროში გამოსახულება] გამო ჩხუბი გაგეუქმებინა?
თუ UFC-ი ამ ტატუს გამო ჩხუბს ამიკრძალავდა, რა თქმა უნდა. თუმცა მათ პრობლემა არ ჰქონიათ. ყოველ ჯერზე მეკითხებიან, მაქვს თუ არა ახალი სვირინგები. მადლობა ღმერთს, არაფერი უთქვამთ, მაგრამ მე მზად ვიყავი.
დვალიშვილის ეს პასუხიც სიცრუის დეტექტორმა სიმართლედ აღნიშნა.
- დათმობდი თუ არა UFC-ის ჩემპიონობას, რათა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასულიყო?
რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად.
ეს პასუხი ტყუილი აღმოჩნდა, რის შემდეგაც „მანქანამ“ ასეთი განმარტება გააკეთა:
„თუ საუბარია უშუალოდ ქამარზე, მას ადვილად დავთმობ, მაგრამ ჩემპიონის სტატუსს - არა. აქ ეგოისტურად მოვიქცევი. ბოდიში ფეხბურთელებთან, მაგრამ მეტი უნდა იშრომონ. მათ ხომ კვარაცხელია ჰყავთ, ეს საკმარისია“.