ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ჩემთან ჩხუბს ცარუკიანი ბევრად მეტად იმსახურებს“ | გეიჯიმ ილიასთან რემატჩზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიასთვის დაუყოვნებლივი რემატჩის მიცემას არ აპირებს. გეიჯის ინტერვიუ RMC Sport-მა ჩამოართვა და ამერიკელმა მებრძოლმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მასთან ჩხუბამდე „ელ მატადორს“ ერთი მოგება ესაჭიროება.

„ილიას დაუყოვნებლივი რემატჩი საჯაროდ არ მოუთხოვია. შეიძლება, ეს მისმა მწვრთნელებმა გააკეთეს, მაგრამ ილიას პირიდან მსგავსი სიტყვები არ ამოსულა. თოფურია ჩემი მომდევნო მეტოქე არ იქნება. რატომ უნდა იყოს? არმან ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლას მასზე ბევრად მეტად იმსახურებს. ჩვენს წონით დივიზიონში რამდენიმე ორთაბრძოლა უნდა გაიმართოს და ვნახოთ, რა მოხდება.

თოფურია იღბლის წყალობით არ დამიმარცხებია. მაგრად ვცემე და საჩემპიონო ჩხუბის მიღებამდე, ერთი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. შეიძლება, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში დაბრუნდეს. არავინ იცის, რას გადაწყვეტს. ძალიან გამიკვირდება, თოფურია რომ გამოვიდეს და საკუთარი პირით თქვას, რემატჩი მინდაო. ილია კარგი მებრძოლია და მის მომდევნო მოწინააღმდეგეს პრობლემები შეექმნება, მაგრამ ეს მე არ ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ ილიას ფიზმომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალიომ განაცხადა, რომ თოფურია წლის ბოლოსთვის იქნება მზად. მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არმანისთვის ილიასთან ბრძოლა თვითმკვლელობა იქნება“ - ტაქტაროვი თოფურიაზე, ცარუკიანსა და მახაჩევზე
„არმანისთვის ილიასთან ბრძოლა თვითმკვლელობა იქნება“ - ტაქტაროვი თოფურიაზე, ცარუკიანსა და მახაჩევზე