„მინდა, პირველი ბრძოლა ილიასთან გამართოს“ | ალი აბდელაზიზი უსმან ნურმაგომედოვზე
ალი აბდელაზიზმა MMA Junkie-ს ინტერვიუ მისცა. ცნობილმა მენეჯერმა უსმან ნურმაგომედოვზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სურს, მისმა კლიენტმა UFC-ში პირველი ჩხუბი ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართოს.
„უსმანის UFC-ში გადასვლა გადაწყვეტილი არ არის. ყველაფერს წესების მიხედვით გავაკეთებთ და PFL-ს ინფორმაცია აუცილებლად ექნება. უსმანით დენა უაითიც დაინტერესებულია, რადგან მიაჩნია, რომ ის მსუბუქ წონით დივიზიონში მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია.
პირადად ჩემი მოსაზრება ასეთია: ჯასტინ გეიჯი ნომერ პირველია, უსმან ნურმაგომედოვი — მეორე. უსმანმა თავადაც თქვა, რომ გეიჯი ლეგენდაა და მის წინააღმდეგ არ დადგება. ძალიან ბევრი საინტერესო ორთაბრძოლაა, რომელთა გამართვაც შეიძლება. თუ უსმანი UFC-ში გადავა, მინდა, პირველი ჩხუბი ილიას წინააღმდეგ ჰქონდეს.
პედი პიმბლეტი მომწონს და კარგი ბიჭია, თუმცა უსმანი საერთოდ სხვა დონეზეა. ისინი ახლოსაც კი არ არიან. პედის ფანი ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უსმანი მასზე ბევრად მაგარი მებრძოლია.
ილიასთან დაწყებული კონფლიქტი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს. თოფურიამ კონფლიქტი დაიწყო, გეიჯიმ — დაასრულა. მიუხედავად ამისა, ილიას გუნდს ეს არ გაუკეთებია და ისტორია და დაპირისპირება ისევ არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ში ასპარეზობს და ბოლო ბრძოლაში არჩი კოლგანი დაამარცხა. უსმანის გამარჯვების შემდეგ აბდელაზიზმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი „ელ მატადორს“ მეოთხე რაუნდში დაანოკაუტებს.