ორწლიანი კონტრაქტით 17 მილიონს მიიღებს | სალაჰის ახალი კლუბი ცნობილია
იაღიზ საბუნჯუოღლუს ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰი კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს. მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ამ დროის განმავლობაში ეგვიპტელი შემტევი ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ცნობით, სალაჰის მიმართ ინტერესს „ბეშიქთაშიც“ იჩენდა, თუმცა „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არჩევანი ტრაბზონული კლუბის სასარგებლოდ გააკეთა.
34 წლის მარჯენა გარემარბმა პროფესიული კარიერა ეგვიპტურ „ალ-მოკავლოონში“ დაიწყო, 2012 წელს „ბაზელში“ გადავიდა, შემდგომში კი „ჩელსის“, „ფიორენტინასა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა. კარიერის საუკეთესო წლები „ლივერპულში“ გაატარა, 2017-2026 წლებში მერსისაიდელების რიგებში პრემიერლიგაში ჩატარებულ 328 მატჩში 193 გოლი გაიტანა და 94 საგოლე პასი შეასრულა.
სალაჰმა „ლივერპულთან“ ერთად პრემიერლიგა ორჯერ მოიგო (2019/20, 2024/25), ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი სამჯერ ითამაშა. მათგან წარმატებული მხოლოდ 2018/19 წლების სეზონის ფინალი აღმოჩნდა, როცა იურგენ კლოპის გუნდმა მაურისიო პოჩეტინოს „ტოტენჰემი“ დაამარცხა.