ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი, იან მაჩადო გარი, ჯეკ დელა მადალენა, მაიკლ მორალესი, კარლოს პრატესი
Aa
Aa

„მორალესზე მრავალმხრივი მებრძოლია“ - ისლამის მწვრთნელი გარი მაჩადოზე

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში გასამართ UFC-ის ქვესაშუალო წონითი კატეგორიის საჩემპიონო დაპირისპირებამდე, სადაც ისლამ მახაჩევის მეტოქე იან მაჩადო გარი იქნება, 10 დღეა დარჩენილი. უმრავლესობა ფავორიტად დაღესტნელ ჩემპიონს ასახელებს, თუმცა ისლამის მწვრთნელი ხავიერ მენდესი საკმაოდ ფრთხილ კომენტარს აკეთებს და ერთ-ერთ ინტერვიუში ირლანდიელი მებრძოლის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა:

„იან მაჩადო გარის ბრძოლებს ვუყურე და მან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. აქამდე ვფიქრობდი, რომ მახაჩევისთვის ყველაზე რთული მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იყო, თუმცა ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ ირლანდიელი მასზე სწრაფიცაა და აბსოლუტურად ყველა კომპონენტში აღემატება. მეტსაც გეტყვით - მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ მორალესი დაუმარცხებელია, ვფიქრობ მაჩადო როგორც მასზე, ასევე კარლოს პრატესზე მრავალმხრივი მებრძოლია. აქედან გამომდინარე, გარის ძალების ზერელედ შეფასება არ შეიძლება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ისლამს ჩემი რჩევები ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ის ყველა ჩხუბს უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება და აკეთებს ზუსტად იმას, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ იან მაჩადო გარის დამარცხების შემთხვევაში, ისლამ მახაჩევი UFC-ში ზედიზედ მეჩვიდმეტე გამარჯვებას მოიპოვებს, ანდერსონ სილვას რეკორდს გააუმჯობესებს და ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამჟამად როგორც მახაჩევს, ასევე ჯონ ჯონსს მოგება-წაგება გრაფაში 28-1 უწერია და თუ წარმატებას მიაღწევს, ისლამი კიდევ ერთ ლეგენდას აჯობებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, პირველი ბრძოლა ილიასთან გამართოს“ | ალი აბდელაზიზი უსმან ნურმაგომედოვზე
„მინდა, პირველი ბრძოლა ილიასთან გამართოს“ | ალი აბდელაზიზი უსმან ნურმაგომედოვზე