ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ილია, არმანი... ნებისმიერისთვის მზადაა“ - მახაჩევი უსმან ნურმაგომედოვზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი და PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი მზადაა, კარიერა ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში გააგრძელოს.

„ვფიქრობ, კარგი მომენტი დადგა იმისათვის, რომ უსმანი ნამდვილ ჯუნგლებში ვიხილოთ. PFL-ში მან ძალიან კარგი ჩხუბები გამართა. ამჯერადაც კარგი მოსამზადებელი შეკრება გვქონდა, იმიტომ რომ ძლიერ მებრძოლს უპირისპირდებოდა, მაგრამ უსმანს კარგი სტილი აქვს, კარგად ჭიდაობს, თეიქდაუნებისგან დაცვა იცის, თუმცა ამავე დროს სტრაიკინგში ძალიან სწრაფია.

UFC-ში მას ტოპ 5-ის მებრძოლებთან ჩხუბი შეუძლია. მსუბუქი წონის ათეულში კარგი მებრძოლები არიან, თუმცა უსმანი ნებისმიერ მათგანთან საჩხუბრად მზადაა: ილია თოფურია, არმან ცარუკიანი ან ვინმე სხვა... მთელი ცხოვრებაა, ერთად ვვარჯიშობთ და ვიცი მისი უნარები“.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი 28 წლისაა და MMA-ის კარიერაში 22 მოგება და 0 მარცხი აქვს. ბოლოს მან პირველ რაუნდში დაუმარცხებელი ამერიკელი არჩი კოლგანი დაანოკაუტა. უსმან ნურმაგომედოვსა და PFL-ს შორის კონტრაქტი ამოიწურა და დიდი ალბათობით დაღესტნელი მებრძოლი კარიერას UFC-ში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, ილიამ სათანადოდ ვერ დააფასა“ | მახაჩევი გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე
„შესაძლოა, ილიამ სათანადოდ ვერ დააფასა“ | მახაჩევი გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე