„წყლის პაუზებს ჯერ ვერ მივეჩვიეთ“ - ლიონელ სკალონი
ავსტრიასთან მატჩის წინ არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა წყლის პაუზები გახდა, რომლებმაც ფაქტობრივად მატჩი ოთხ ნაწილად დაყო.
„წყლის პაუზები უცნაური რამაა. სამწვრთნელო შტაბში გვყავს ადამიანები, რომლებიც თამაშს ტრიბუნიდან აკვირდებიან და დასკვნებს აკეთებენ. ასევე, სათადარიგოთა სკამიდან ვაკვირდებით მოვლენებს ჩვენ. ამ პაუზებთან შეჩვევა ცოტათი მიჭირს, იმიტომ რომ, როგორც წესი, კორექტივების შესატანად ტაიმებს შორის შესვენება არსებობს. გარკვეული დროის შემდეგ ამას მივეჩვევით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ასე არაა.
ავსტრიას ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ძლიერი გუნდია, რომელიც ვერტიკალურად უტევს და მაღალი პრესინგის თამაში შეუძლია. მათთან თამაში მარტივი არ იქნება. ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს, რის გამოც შესაძლოა მატჩი უფრო სანახაობრივი გამოდგეს. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე მარტივი მატჩები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა, ჯგუფური ეტაპი ყოველთვის რთული იყო და ეს ახლაც ასეა.
მაშინაც კი, როდესაც ბრწყინვალე მატჩი გაქვს, უნდა გამონახო რაღაც, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. მჯერა, რომ ამას ყველა მწვრთნელი აკეთებს. ისევე როგორც ყველა სხვა გუნდს, ჩვენც გვაქვს სუსტი წერტილები. იმედია, მეტოქეები მათ ვერ იპოვიან“.
ცნობისთვის, არგენტინა-ავსტრიის მატჩი დღეს, 21:00 საათზე გაიმართება. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იორდანია ალჟირს დაუპირისპირდება.