დემეტრაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს - ულან ბატორის გრანდ სლემი
ირაკლი დემეტრაშვილი მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობა მერვედფინალში მონღოლი ალტანბაგანა განტულგას დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში იაპონელი კანტა ნაკანოს ძკევა მოჰყვა, ხოლო ფინალის საგზური ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან მოგებით მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ილია სულამანიძე, რომელმაც რეპეჟაშის ნახევარფინალში ყაზახ მარატ ბაიკამუროვს აჯობა. ილიამ ტურნირი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველის ნიკოლოზ შერაზადიშვილის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ თურქმენ ბაიმირატ გაჯანოვს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში რუს სარგის ადამიანთან წააგო და დამამაშვიდებელ წრეში გადაინაცვლა.
მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში მიმდინარე გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და ფინალში დემეტრაშვილის მეტოქე სამხრეთ კორეელი კიმ მინჯონგი იქნება. რაც შეეხება სულამანიძეს, ბრინჯაოს მედლისთვის ქართველის მოწინააღმდეგე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ჟაფარ კოსტოევი იქნება.