ულანბატორის გრანდ სლემი - მეორე დღეც უმედლოდ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ულანბატორის მეორე საშეჯიბრო დღეც წარუმატებელი გამოდგა. ტატამიზე დღეს -73 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი წარდგნენ. -81 კგ. წონაში კი ზაურ დვალაშვილმა იასპარეზა. სამწუხაროდ, მედლისთვის ბრძოლას სამივე მათგანი გამოეთიშა.
გიორგი ტერაშვილმა თავისი შეხვედრა კორეელ ჯაეჰონგ ანთან იუკოთი დათმო, შავდათუაშვილი კი 1/8 ფინალში დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ირაკლი გოგინაშვილთან გაფრთხილებებით დამარცხდა, მანამდე კი კანადელი ჯასტინ ლემირის დამარცხება შეძლო.
რაც შეეხება ზაურ დვალაშვილს, ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრეში, იაპონელ იუჰეი ოინოსთან მარცხის შედეგად გამოეთიშა.