შონ ომალი, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„არ მომესალმა, არ მოვწონვარ“ - ომალიმ ალექსანდრეზე ისაუბრა

UFC Freedom 250-ზე ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი გულშემატკივრებს შონ ომალიმ შესთავაზა, რომელმაც შთამბეჭდავი ჩხუბი აჩვენა და ყველას შეახსენა, რატომ ითვლება შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მებრძოლად. „შუგამ“ კანადელი აიმან ზაჰაბი ნოკაუტში გაგზავნა, ბრძოლიდან რამდენიმე დღეში კი, ძმებ თოფურიებზე ისაუბრა.

შონ ომალი

როდესაც ძმებ თოფურიებთან მივედი, მათ სიმაღლესთან დაკავშირებით გავეხუმრე, რაზეც მხოლოდ ილიას გაეცინა და მეც დამცინა - მითხრა, რომ უშნო ტატუებით ვარ წარმოდგენილი. ამის შემდეგ „ელ მატადორის“ გუნდის ყველა წევრს მივესალმე და ხელი ჩამოვართვი. ამ დროს მისი ძმა ალექსანდრე საერთოდ არ მიყურებდა, გვერდზე ჰქონდა თავი მიბრუნებული და არცკი მომესალმა. აშკარად ეტყობა, რომ უბრალოდ არ მოვწონვარ.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალი და ალექსანდრე თოფურია სუპერმსუბუქ დივიზიონში იბრძვიან და სრულებითაც არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ოქტაგონში ამ მებრძოლების დაპირისპირება ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისულელეების ლაპარაკით მებრძოლის თავდადებას არ აფასებთ“ - დვალიშვილის განცხადება
„სისულელეების ლაპარაკით მებრძოლის თავდადებას არ აფასებთ“ - დვალიშვილის განცხადება