„ეს რომ არ მომხდარიყო, დგომში ეფექტური ვიქნებოდი“ - პერეირა ისევ აღშფოთებულია
ალექს პერეირას ისტორიული შანსი ჰქონდა სირილ განი დაემარცხებინა და UFC-ის ისტორიაში სამი წონის ჩემპიონის სახელით შესულიყო, თუმცა საშუალო და ქვემძიმე დივიზიონის ბრაზილიელი ჩემპიონი მძიმე წონაში უსუსური აღმოჩნდა და ფრანგ სირილ განთან ვერაფერს გახდა. „პო ატანმა“ ჩხუბის დასრულებისთანავე აღნიშნა, რომ განი მის წინააღმდეგ არალეგალურ დარტყმებს ახორციელებდა, რაზეც ახლა უფრო დეტალურად ისაუბრა.
ალექს პერეირა
შეიძლებოდა თუ არა კეფაში ამ არალეგალურ დარტყმებს ბრძოლის შედეგზე ზეგავლენა მოეხდინა? შესაძლოა. მე და ჩემი გუნდი მარცხს ამ ფაქტს არ ვაბრალებთ, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო დგომში გაცილებით ეფექტური ვიქნებოდი. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო გული მწყდება არბიტრის უმოქმედობაზე.
როდესაც სირილ განი მიხვდა, რომ მის მიწაზე გადაყვანას ვაპირებდი, მაშინვე აკრძალულ დარტყმებს მიმართავდა. მსგავსი რამ მას ადრეც არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია, უბრალოდ როდესაც საფრთხეს გრძნობს, ამ ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებს.
ცნობისათვის, ბრძოლის დასრულების შემდეგ ალექს პერეირამ აღნიშნა, რომ სირილ განთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხების მიუხედავად, მძიმე წონაში დარჩენას აპირებს და ქვემძიმეში დაბრუნებას არცკი განიხილავს.