მარსელო ბიელსა, ფერნანდო მუსლერა, ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

არც ურუგვაისთან წააგეს - კაბო-ვერდეს მორიგი სენსაცია

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს: მაიამიში, „ჰარდ როკ სთედიუმზე“ ურუგვაი კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა.

მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როცა კევინ ლენინიმ ფერნანდო მუსლერას კარი შორეული დარტყმით აიღო. მარსელო ბიელსას გუნდმა სიტუაციის გამოსწორება შესვენებამდე მოახერხა - გოლი მაქსიმილიანო არაუხოს ანგარიშზეა, მალევე კი მისი პასით უკვე აგუსტინ კანობიომ ისარგებლა - 2:1.

61-ე წუთზე მუსლერას და ურუგვაელი მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ჰელიო ვარელამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. დარჩენილ დროში მესამე გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები 1-1 ქულას დასჯერდნენ.

ორი ტურის შემდეგ ესპანეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეზე 2 ქულით ურუგვაია. მესამე ადგილზეა ასევე 2 ქულით კაბო-ვერდეა, ხოლო მეოთხეზე საუდის არაბეთი (1 ქულა).

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ურუგვაი ესპანეთს, კაბო-ვერდე კი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეორე ტაიმში ჩამეძინა“ | ზლატანმა ბელგიისა და ირანის ნაკრებების მატჩი შეაფასა
„მეორე ტაიმში ჩამეძინა“ | ზლატანმა ბელგიისა და ირანის ნაკრებების მატჩი შეაფასა