“შეტევაში სიმწვავე ვერ გამოვავლინეთ“ - რუდი გარსია ირანთან მატჩზე
ბელგიის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც ჩააგდო და ამჯერად ირანს ვერ მოუგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა.
გარსია:
„ვფიქრობ, რომ ბურთს დიდხანს ვაკონტროლებდით, მაგრამ შეტევაში საჭირო სიმწვავე ვერ გამოვავლინეთ. საგოლე მომენტებს ვქმნიდით, თუმცა ბოლო ფაზაში სიზუსტე გვაკლდა
.
მეორე ტაიმში კაცნაკლულები დავრჩით და ამან თამაშის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. მსგავსი სიტუაციიდან წარსულში გამარჯვებებიც მოგვიპოვებია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის დაძაბულობა აშკარად იგრძნობა.
ზოგიერთ ეპიზოდში ჩვენი თამაში დამაჯერებელი არ იყო. ახლა უკვე ახალ ზელანდიასთან მატჩზე ვფიქრობთ და კარგად ვიცით, როგორი შედეგი გვჭირდება,“
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებს ჯგუფში 2 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მესამე, დასკვნით ტურში რუდი გარსიას გუნდი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 27 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 07:00-დან დაიწყება.