ვამპეტა: “რაფინია ლოცულობს, რომ ალ ჰილალში გადავიდეს“
ბრაზილისი ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ვამპეტამ რაფინიას შესახებ ისაუბრა და მეტად არასასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.
მისი მტკიცებით, „ბარსელონას“ შემტევს ოჯახური და ფინანსური პრობლემები აქვს.
ვამპეტა:
„რაფინია სერიოზულ ოჯახურ და ფინანსურ პრობლემებს ებრძვის. ლოცულობს, რომ ალ ჰილალში გადასვლა მოახერხოს, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაშია,“
ყოფილმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ ეს ინფორმაცია ბარსელონაში მცხოვრები ადამიანებისგან მიიღო.
„ეს ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება. ინფორმაცია იმ ადამიანებისგან მივიღე, რომლებიც ბარსელონაში ცხოვრობენ. იმედი აქვს, რომ „ალ-ჰილალში“ გადასვლა მის მდგომარეობას შეცვლის.“
რა თქმა უნდა, ეს განცხადება რაფინიამ და მისმა ოჯახის წევრებმაც გაიგეს. საპასუხოდ კი ბრაზილიელი გარემარბის ბიძაშვილმა იგორ პადილიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ამ ტყუილების ახსნა მოგიწევს, მეგობარო.“
ამ დროისთვის თავად რაფინიას და მის მეუღლეს ან ფეხბურთელის წარმომადგენლებს ვამპეტას განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.