კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

გამარჯვება შეგვიძლია, მათი პრობლემა რონალდუა | ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა, ვეტერანმა ილიას ზეიტულაევმა პორტუგალიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. ყაზახეთის ნაკრების ყოფილი შემტევი პორტუგალიასთან მატჩს პოზიტიურად უყურებს და გამარჯვების იმედი აქვს.

„რონალდუს მსგავს ვარსკვლავებს კარიერის მიწურულს ყოველთვის არ შეუძლიათ საკუთარი ეგოს დათმობა. ფეხბურთი შეიცვალა. თანამედროვე ფეხბურთი ინტენსივობაა და მაღალი სიჩქარეებია. პორტუგალია რონალდუთი და მის გარეშე, ორი სხვადასხვა გუნდია როგორც აზროვნების, ისე სტილის მხრივ. რონალდუს გარეშე პორტუგალია პსჟ-ს მსგავსად თამაშობს. გუნდი მუდმივად მოძრაობაშია, ქმნის სახიფათო მომენტებს და სწორად ახდენს გარდაქმნას. რონალდუსთან ერთად პორტუგალია მასზეა ორიენტირებული, პარტნიორები მუდმივად ეძებენ მას მოედანზე და ცდილობენ ბურთი მას მიაწოდონ.

კრიშტიანუს სახელი გუნდზე გავლენას ახდენს. თავად მოთამაშემ უნდა გააცნობიეროს ეს. ზოგჯერ სჯობს გვერდზე გადგე და ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალება მისცე, თავად კი მატჩის მიწურულს 15-20 წუთით შეხვიდე მინდორზე. ასეთ ვარსკვლავს ეს უნდა ესმოდეს. რონალდუს მოედანზე 90 წუთით ყოფნა პორტუგალიის ნაკრების მთავარი პრობლემაა. მასთან ერთად გუნდი არც ისე აქტიურად მონაწილეობს პრესინგში, თუმცა თავისთავად პორტუგალიის ნაკრები ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს. რონალდუს მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ მან უნდა გაიაზროს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები შესაძლოა მასზე უკეთესები იყვნენ. უზბეკეთს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს. მე მინდა პოზიტიურად ვიაზროვნო. თამაშის დაწყებამდე დანებება არ შეიძლება“, — განაცხადა ზეიტულაევმა Metaratings.ru-სთან საუბარში.

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიულ რესბულიკასთან დაკარგა ქულები (1:1), ყაზახეთი კოლუმბიასთან დამარცხდა (1:3). პორტუგალია - უზბეკეთის მატჩი 23 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები