პრობლემა ბოსნიის ნაკრებში - ევრობასკეტზე მუსას თამაში გამოირიცხა
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე იასპარეზებს.
მოახლოებული მატჩების წინ, ბოსნიის ნაკრებში საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა. ჯიკიჩის გუნდის მოწინააღმდეგეს მთავარი ვარსკვლავი ჯანან მუსა დააკლდება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
????????????Dzanan Musa announced he will miss #EuroBasket due to health reasons! pic.twitter.com/WaAqT2PDg5
— Eurohoops (@Eurohoopsnet) August 20, 2025
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ტურნირი 4 სხვადასხვა ქვეყანაში კვიპროსში, ლატვიაში, ფინეთში და პოლონეთში ჩატარდება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფში გახლავთ. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის მოწინააღმდეგეები კვიპროსი, ბოსნია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი არიან.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.