მილანს ბონიფეისის დამატება სურს
ვიქტორ ბონიფეისმა შესაძლოა კარიერა „მილანში“ განაგრძოს.
Sky Sport-ის ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერის ინფორმაციით, იტალიური კლუბი „ლევერკუზენის“ თავდამსხმელის გაფორმებასთან“ ახლოსაა.
„როსონერიმ“ გერმანელებს 24 წლის ნიგერიელის ტრანსფერის შესახებ შეთავაზება ოფიციალურად გაუკეთეს. მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ გარიგება შედგება.
როგორც იწერება, თავად ფეხბურთელმა „მილანთან“ პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვიქტორმა 27 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
ნიგერიელი „ლევერკუზენის“ ღირსებას 2023 წლის ივლისიდან იცავს. მისი საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 40 მილიონ ევროს შეადგენს.