ხამზატ ჩიმაევი, რენიე დე რიდერი
Aa
Aa

ახალი მეტოქე შერჩეულია | ვისთან სურს ქამრის დაცვა ჩიმაევს

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ხამზატ ჩიმაევმა სოციალურ ქსელში ნიდერლანდელი რენიე დე რიდერი გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Sportskeeda წერს.

კერძოდ, „ბორზმა“ სოციალურ ქსელში დე რიდერი მონიშნა, „ნიდერლანდელმა რაინდმა“ კი ასე უპასუხა:

„გილოცავ ჩემპიონობას, მაგრამ მე გაჩვენებ, რას ნიშნავს ნამდვილი დომინირება გრეპლინგში. ხელი მოაწერე კონტრაქტს“.

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევმა UFC 319-ზე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა და საშუალო წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ „ბორზმა“ განაცხადა, რომ ქამრის დაცვა 26 ოქტომბერს აბუ-დაბიში დაგეგმილ ღონისძიებაზე სურს, რომლის მთავარი მოვლენაც ტომ ასპინალისა და სირილ განის ჩხუბი იქნება.

რაც შეეხება დე რიდერს, ივლისის ბოლოს მან გაყოფილი გადაწყვეტილებით რობერტ უიტეკერს სძლია და 5-ბრძოლიანი მოგებების სერიით საშუალო წონის რეიტინგის მე-5 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ დავიძინებ, სანამ ქამარს არ დავიბრუნებთ“ - დუ პლესის მწვრთნელი განადგურებულია
„ვერ დავიძინებ, სანამ ქამარს არ დავიბრუნებთ“ - დუ პლესის მწვრთნელი განადგურებულია