„ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგო მაღალია“ - Game Theory ბითაძეზე
ცნობილ პოდკასტ Game Theory-ში მისმა წამყვანებმა, სემ ვასენიმ და ბრაის სიმონმა NBA-ის სხვადასხვა კალათბურთელზე, მათ შორის „ორლანდო მეჯიქის“ ქართველ კალათბურთელზე, გოგა ბითაძეზეც ისაუბრეს.
სემ ვასენი: „ვფიქრობ, გოგა ბითაძეს NBA-ში ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლია. ის ძალიან ძლიერია დაცვაში, აქვს კარგი კონტრაქტი (8 მილიონი დოლარი წელიწადში მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში, მესამე წელს კი 7,6 მილიონი დოლარი). მათ უკვე ჰყავთ ვენდელ კარტერი, ჯონათან აიზეკი, პაოლო ბანკერო, ახალი კონტრაქტი გააფორმა მო ვაგნერმაც. ჩემი აზრით, „ლეიკერსში“ გოგას გადასვლა ძალიან ლოგიკური იქნებოდა“.
ბრაის სიმონი: „დარწმუნებული ვარ, გოგასთან დაკავშირებით „ორლანდოს“ არაერთმა კლუბმა მიმართა. ვფიქრობ, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი გუნდი, რომლის შეთავაზებასაც „მეჯიქი“ მიიღებს. ვფიქრობ, გოგა ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგო „მაღალია“ მთელ ლიგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს“.
ცნობისთვის, გოგა ბითაძე გასულ სეზონში საშუალოდ მოედანზე 20.4 წუთს ატარებდა და 7.2 ქულას, 6.6 მოხსნას, 2 ასისტს, 1.4 დაფარებას და 0.7 ჩაჭრას აგროვებდა.