სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი, ალენ აივერსონი
Aa
Aa

ჯეიმსი კარიზე - „მან კალათბურთი სრულიად შეცვალა“

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდის, ლებრონ ჯეიმსის განცხადებით, სტეფ კარი და ალენ აივერსონი არიან ის მოთამაშეები, რომლებმაც კალათბურთი შეცვალეს. „მეფე ჯეიმსმა“ ამის შესახებ პოდკასტ Mind the Game-ში ისაუბრა.

„როდესაც კარი NBA-ში გამოჩნდა, მან ყველაფერი შეცვალა. მისი მოსვლის შემდეგ არანაირი უპირატესობა აღარ არის უსაფრთხო - ნებისმიერი ჩამორჩენის აღმოფხვრა გახდა შესაძლებელი.

თუ ვსაუბრობთ გავლენაზე, მას შემდეგ რაც კალათბურთს ვუყურებ და ვთამაშობ - რა თქმა უნდა, ვიცით, რა წვლილი შეიტანა ჯორდანმა - ყველაზე დიდი გავლენა თამაშზე სტეფ კარიმ და ალენ აივერსონმა მოახდინეს.

არც სტეფი და არც ალენი არ არიან მაღლები. ბავშვები უყურებენ მათ და სჯერათ, რომ მათაც შეუძლიათ ასე თამაში. ბავშვობაში ყველას გვეკეთა „საკალათბურთო მკლავი“, იმიტომ რომ ასე თამაშობდა აივერსონი და მას 3-წამიანში ყველაზე მაღალი კალათბურთელებიც ვერ აფარებდნენ.

ახლა კი გვყავს სტეფ კარი, რომელსაც შეუძლია „ემპაირ სთეით ბილდინგზე“ უფრო მაღალი ტრაექტორიით ისროლოს. ამ ორმა კალათბურთელმა შეცვალა ჩვენი თამაში, ბავშვების დამოკიდებულება და ყველაფერი. გინდა, მათ თამაშს ყოველ საღამოს უყურო“.

ჯეიმსა და აივერსონმა ერთად ათენის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიგეს, ხოლო ჯეიმსმა და კარიმ პარიზში აშშ-ს ოქროს მედლები მოუტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონი თუ ჯორდანი - ჯონ სტოკტონმა არჩევანი გააკეთა
ლებრონი თუ ჯორდანი - ჯონ სტოკტონმა არჩევანი გააკეთა