UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განახლდა - თოფურია კვლავ ლიდერია
ჩიკაგოში ჩატარებული UFC 319-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.
რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, რომელმაც ივნისში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
რეიტინგში 10 საფეხურით დაწინაურდა საშუალო წონის ახალი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელმა მებრძოლმა ჩიკაგოში სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა. რეიტინგის ახალი სახეა ყაზახი შავკატ რახმანოვი.
UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):
- ილია თოფურია
- ისლამ მახაჩევი
- მერაბ დვალიშვილი
- ხამზატ ჩიმაევი
- ალექსანდერ პანტოჟა
- ალექსანდერ ვოლკანოვსკი
- მაგომედ ანკალაევი
- ჯეკ დელა მადალენა
- ტომ ასპინალი
- ალექს პერეირა
- დრიკუს დუ პლესი
- მაქს ჰოლოუეი
- ბელალ მუჰამედი
- არმან ცარუკიანი
- შავკატ რახმანოვი