მიქაუტაძის უარი პარიზსა და რენს | აინტრახტს კონკრეტული ინტერესი აქვს
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, საშა ტავოლიერიმ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ტავოლიერიმ გიორგი მიქაუტაძეზე დაწერა და დაასახელა კლუბი, რომელსაც „ლიონის“ თავდამსხმელის მიმართ კონკრეტული ინტერესი აქვს.
ტავოლიერის ინფორმაციით, მიქაუტაძემ „პარიზისგან“ და „რენისგან“ მიიღო წინადადებები, თუმცა მათ უარი შეუთვალა. თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე, ქართველ ფეხბურთელს ურჩევნია, „ლიონში“ გააგრძელოს ასპარეზობა და უარი ამიტომ თქვა.
❌???????? Georges Mikautadze a refusé les approches du Paris FC & du Stade Rennais.
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) August 19, 2025
???????? Si c’est pour rester en France, le Géorgien préfère jouer à l’Olympique Lyonnais.
???????? ???? L’intérêt le plus concret vient de l’Eintracht Frankfurt qui pourrait se positionner si départ d’Elye Wahi.… pic.twitter.com/7c5jXRSMJ5
ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ცნობით, კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, „აინტრახტია“. უბრალოდ, გერმანელები ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ თუ ელი ვაი გუნდს დატოვებს. ფრანგ თავდამსხმელს რამდენიმე მსურველი ჰყავს და „აინტრახტი“ შეთავაზების მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონი მშვენივრად დაიწყო და „ლანსს“ გაუტანა. მისი გოლით „ლიონმა“ 1:0 იმარჯვა და მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, „მეცის“ წინააღმდეგ გამართავს.