თორნიკე შენგელია
Aa
Aa

გულის არითმია ჰქონდა - რატომ დატოვა შენგელიამ ნაკრების შეკრება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ეროვნულ გუნდს შეუერთდა და ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპში ჩაერთვება.

რამდენიმე დღის წინ, შენგელიამ შეკრება გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. დღეს კი კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თოკოს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში გულის არითმია გამოუვლინდა და ამის გამო, მას ესპანეთში სამკურნალოდ წასვლა მოუწია. კაპიტანს ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა და ხვალიდან კაპიტანი სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდება.

რა წერია განცხადებაში:

ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო, თოკოს მოუწია ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად. ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და 10-დღიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ხვალიდან ჩვენი კაპიტანი ეტაპობრივად დაიწყებს პროგრესულ ვარჯიშს და ოფიციალურად კვლავ შეუერთდება გუნდს ლიმასოლში.

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები დღეს და 21 აგვისტოს ჩეხეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც გეზს კვიპროსისკენ აიღებს. ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იანისი ბრუნდება | ბერძენი კალათბურთელი ლატვიასთან ითამაშებს
იანისი ბრუნდება | ბერძენი კალათბურთელი ლატვიასთან ითამაშებს