ილია თოფურია, ხამზატ ჩიმაევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„მათ ბრძოლას სიამოვნებით ვიხილავდი“ - ჩიმაევი თოფურია-ცარუკიანზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ხამზატ ჩიმაევმა JaxxonPodcast-თან ილია თოფურიას და არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ბრძოლას დიდი სიამოვნებით იხილავდა.

რას ამბობს ჩიმაევი:

„იმედი მაქვს, რომ მსუბუქ წონაში მომდევნო ბრძოლას ისინი გამართავენ. ეს ორივესთვის კარგი ბრძოლა იქნება. უნდა გავიგოთ, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი და ამიტომ, ამ ჩხუბს სიამოვნებით ვუყურებ. არმანი კარგად მოძრაობს, კარგად ურტყამს და კარგად ჭიდაობს. ილიას კი კარგი ჯიუ-ჯიცუ და ძლიერი კრივი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ბოლოს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეგ ბიჭი ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს“ - ხამზატის პირველი კომენტარი
„ეგ ბიჭი ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს“ - ხამზატის პირველი კომენტარი