„ეგ ბიჭი ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს“ - ხამზატის პირველი კომენტარი
ხამზატ ჩიმაევის დაუმარცხებელი გამოსვლა გრძელდება, თუმცა წინა 14 გამარჯვებასთან განსხვავება იმაშია, რომ რამდენიმე საათის წინ ჩატარებული ბრძოლის მოგების შემდეგ, 31 წლის ჩეჩენმა მებრძოლმა UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ხუთ რაუნდში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დრიკუს დუ პლესის დამარცხების შემდგომ ახალმა ჩემპიონმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ეს ქამარი მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, ჩემთვის კი მნიშვნელოვანია იცით რა? დენა, მალე ჩამირიცხე ჩემი ფული. ვაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშს, დრიკუს დუ პლესი კი ნამდვილი ლომია. ის პირველ რაუნდში ჩემთვის გილიოტინის შესრულებას შეეცადა, მაგრამ მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე როდესმე ამის გაკეთების საშუალება რომელიმე მოწინააღმდეგეს მივცე.
მითხრეს იმის თაობაზე, რომ შეიძლება იყოს შემოთავაზება ტიტულის ძალიან მალე დაცვასთან დაკავშირებით. კერძოდ საუბარია 25 ოქტომბერს, UFC 321-ზე აბუ-დაბიში ჩხუბზე. რატომაც არა? მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმაში ვარ.
შონ სტრიკლენდი თვლის, რომ დამამარცხებს? რა სასაცილო და სულელური განცხადებაა. ეგ ბიჭი ბევრს ლაპარაკობს - დუ პლესიმ ორჯერ უშანსოდ აჯობა და ვინმე მართლა ფიქრობს, რომ შონი პრობლემებს შემიქმნის?“
ცნობისათვის, ხამზატ ჩიმაევს შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 15 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, აქედან 12 ფინიშით და ცხრა შემთხვევაში მეტოქეები პირველივე რაუნდში დაამარცხა.