სრული დომინაცია - ჩიმაევი UFC-ის ახალი ჩემპიონია
ჩიკაგოში UFC 319-ზე ისტორიული ბრძოლა გაიმართა. ხამზატ ჩიმაევი დრიკუს დუ პლესის დაუპირისპირდა და კარიერაში ალბათ ყველაზე დომინანტური ბრძოლა შემოგვთავაზა. UFC-ის ახალი ჩემპიონი ჰყავს და ეს ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევია.
აღსანიშნავია, რომ ჩიმაევმა დრიკუსის პარტერში გადაყვანა ხუთივე რაუნდში მოახერხა და მისი სტატისტიკაც საოცარი გახლავთ.
17-დან 12 წარმატებული გდება და კონტროლი 21 წუთისა და 40 წამის განმავლობაში. საშუალო წონის ახალმა ჩემპიონმა 529 დარტყმა შეასრულა და აქედან 37 მნიშვნელოვანი.
დუ პლესის შესაქებად უნდა ითქვას, რომ ის ბრძოლას არ გამოეთიშა და მეტიც, ბოლო რაუნდში ჩიმაევს საფრთხეც შეუქმნა, მაგრამ მსაჯებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად ჩიმაევს მიანიჭეს ანგარიშით 50:44. შეგახსენებთ, რომ ჩეჩენმა მებრძოლმა კარიერაში მე-15 დაპირისპირება მოიგო და ჯერჯერობით დაუმარცხებელია.