ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამან მოახდინა“ | შტურმის თავკაცმა კიტეზე ისაუბრა

„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ ზაუმელმა ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა „რიდის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა - 3:1.

„რიდთან მატჩში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კიტე ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ ტყუილად არ დაუსახელებიათ. ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მისი ადამიანური ბუნება ახდენს. კიტეიშვილი ლიდერია, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობს, თუმცა როდესაც რაღაცას ამბობს - ყოველთვის მნიშვნელოვანს. გულშემატკივრები ხედავენ, მოედანზე რის გაკეთება შეუძლია, თუმცა მის მიღმა, ადამიანური კუთხითაც, ასეთივე შესანიშნავია.“

„შტურმის“ თავკაცის გარდა, კიტეიშვილი „რიდის“ დამრიგებელმა, მაქსიმილიან სენფტმაც შეაქო. მატჩის შემდეგ მან ოთარზე მოკლედ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სიტუაცია გააკონტროლა და მორიგი მაღალი დონის თამაში აჩვენა.

ცნობისთვის, კიტეიშვილმა ახალი სეზონის ოთხივე შეხვედრაში გაიტანა (სამი გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში, ერთი - თასზე). ოთოს აქტივში ერთი საგოლე მოქმედებაცაა და მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით 23:00-ზე „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში „ბოდო გლიმტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია უოტფორდს დაუკავშირდა - ჩაკვეტაძის ტრანსფერი რეალურია?
ვალენსია უოტფორდს დაუკავშირდა - ჩაკვეტაძის ტრანსფერი რეალურია?