ვალენსია უოტფორდს დაუკავშირდა - ჩაკვეტაძის ტრანსფერი რეალურია?
საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი ესპანურ „ვალენსიას“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა.
ცოტა ხნის წინ, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, საშა ტავოლიერიმ დაწერა, რომ „ღამურები“ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და ქართველი ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან.
ტავოლიერი აღნიშნავს, რომ ესპანური მხარე ჩაკვეტაძის მთლიანად გამოსყიდვას აპირებს და ფეხბურთელის მხრიდან ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება პრობლემას არ წარმოადგენს.
???????????? Valencia CF pushing for Giorgi Chakvetadze!
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) August 17, 2025
????⚫️????️ The Spanish club have made contact with Watford FC to explore a permanent transfer.
???????? Valencia CF can satisfy the financial demand of Chakvetadze regarding his personal terms. Won’t be an issue. #VCF #WFC #mercato pic.twitter.com/5emoavbrsr
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის ახალი სეზონი უკვე დაიწყო და ორი შეხვედრაც გამართა, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძეს არც ერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველ ფეხბურთელს ტერფის ტრავმა აწუხებს, რის გამოც სავარაუდოდ 1 თვით უქმობა მოუწევს და სექტემბრის სანაკრებო თამაშებსაც გამოტოვებს.