ლიონი, გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

მიქაუტაძე: “ლაკაზეტმა მატჩის წინ პატარა შეტყობინება გამომიგზავნა“

2025/2026 წლების სეზონი დაიწყო. საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონი ლანსს ესტუმრა და გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მიქაუტაძე:

„ეს იყო მატჩი დიდი ინტენსივობითა და შანსებით, მაგრამ მცირე ანგარიშით. დაცვაში ბევრი ვიმუშავეთ. კიდევ ორი გოლის გატანა შეგვეძლო. ერთი შანსი ჩემი იყო და ერთი მალიკ ფოფანასი. პირველ ნახევარში კარგად ვუტევდით, ხოლო მეორეში თავს კარგად ვიცავდით.

ჩემი ხელიდან გაშვებული შანსი? ბურთს ბევრჯერ შევეხე და ადრე უნდა დამერტყა. გოლი? ვიცი, რომ ფოფანა სწრაფია და საჯარიმოში ღრმად შევედი. პოზიცია კარგად შევარჩიე. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ და ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ჩემს სირბილზე.

ახლა ერთმანეთს უკეთესად ვიცნობთ და ყველაფერს უკეთესად ვაკეთებთ. ტოლისო? ის ბევრს ლაპარაკობს და გვეხმარება. მჭირდება პასუხისმგებლობა, რომ უკეთესი ვიყო. მინდა ჩემი ქალაქისთვის და გუნდისთვის ყველაფერი გავიღო.

მინდა მადლობა გადავუხადო ლაკაზეტს, რომელმაც მატჩის წინ პატარა შეტყობინება გამომიგზავნა. მითხრა, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო და ლიონთან ერთად ჩემი ისტორია დამეწერა. ისტორია, რომელიც ლიგა 1-ის პირველ დღეს გატანილი გოლით და ულამაზესი გზით დაიწყო.“

მიქაუტაძის მომენტები VS ლანსი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილმა პენალტი ვერ გაიტანა | ნიურნბერგი თასიდან მე-4 ლიგის გუნდმა გამოთიშა
ლოჩოშვილმა პენალტი ვერ გაიტანა | ნიურნბერგი თასიდან მე-4 ლიგის გუნდმა გამოთიშა