„დრო სჭირდება“ - იტალიური მედია გოგლიჩიძის დებიუტზე
გუშინ, იტალიურ „უდინეზეში“ საბა გოგლიჩიძის ოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველი მცველის გუნდი იტალიის თასის 1/32 ფინალში საკუთარ მოედანზე „კარარეზეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
საბა გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 75-ე წუთიდან გამოჩნდა. დარჩენილი დროის განმავლობაში გოგლიჩიძეს ბევრი საქმე არ ჰქონია, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო - ბურთთან 21 შეხება, 19-დან 17 ზუსტი პასი (89%), 1 ართმევა, 2 დაკარგვა. Sofascore-ზე მისი თამაში 6.6 ქულით შეფასდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გოგლიჩიძემ უდინური მედიისგან მოკრძალებული შეფასება დაიმსახურა.
რას წერენ სააგენტოები:
Mondoudinese – 6 ქულა: საბოლოო განტვირთვისთვის ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა.
Tuttoudinese – 5.5 ქულა: ცოტა მორიდებული ჩანდა. მას კიდევ სჭირდება დრო ფორმაში შესასვლელად.
იტალიის თასის მომდევნო ეტაპზე „უდინეზეს“ მეტოქე „პალერმო“, მანამდე კი ქართველი მცველის გუნდი 25 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე სერია A-ს პირველ ტურში „ვერონას“ დაუპირისპირდება.